Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დ ე კ ა ნ ი ს   ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

N#02/29 
29.01.2014     


ივანე  ჯავახიშვილის  ხსოვნისადმი  მიძღვნილი   2014  წლის  სამეცნიერო  ფორუმის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით

ვ ბ რ  ძ ა ნ ე ბ:

1.      ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2014 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით გამოცხადდეს კონკურსი ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის მიერ, თსუ რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის # 150/01–01 ბრძანების (იხ.დანართი) შესაბამისად,

2.  მოხსენების წარმოდგენის უფლება აქვს ავტორს (ავტორთა ჯგუფი), რომელიც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ პერესონალის წევრია ან ამ ფაკულტეტის  სამეცნიერო პროფილის შესაბამის თსუ–ს დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი სტრუქტურული ერთეულების სამეცნიერო თანამდებობის პირია (გარდა ინდივიდუალური მონაწილისა) .

 3.  წარდგენილ იქნეს მოხსენებები   ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის კანცელარიაში  2014  წლის  28  თებერვალამდე, 18:00 სთ  (თსუ X კორპ. ოთახი N310);

4. განთავსდეს  კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია ეკონომიკისა და    ბიზნესის  ფაკულტეტის ვებ–გვერდზე.

5.   კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;

6.   ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

 

ეკონომიკისა და ბიზნესის

ფაკულტეტის დეკანის მ. შ.                                          თ. ბერიძე